ერაყში საპარლამენტო არჩევნები იმართება
loader

Breaking news

ერაყში საპარლამენტო არჩევნები იმართება

  • ერაყში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ბაღდადი: "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ პირველად, ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში ცხრა პარტია მონაწილეობს. არჩევნების გზით ერაყის მოსახლეობა 329 დეპუტატს აირჩევს.

"ისლამურმა სახელმწიფომ" 2013 წელს ერაყის ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო. 2015 წლისთვის ქვეყნის მესამედს აკონტროლებდა, მათ შორის სტრატეგიულ ქალაქებს – მოსულსა და ტიკრიტს.

2017 წელს ერაყის ჯარმა და ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის ხელშეწყობით დაეში საბოლოოდ დაამარცხეს.

ერაყი ეკონომიკურად რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სახელმწიფოა, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 45%-ზე მეტი ცხოვრობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე