ჟურნალისტებმა პარლამენტში აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს
loader

Breaking news

ჟურნალისტებმა პარლამენტში აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს

  • ჟურნალისტებმა პარლამენტში აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს

თბილისი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად დარბაზში მუხთარლის ფოტოები გამოფინეს, თავზე კი შავი პარკები შემოიხვიეს.

ჟურნალისტებს თან ჰქონდათ პლაკატები  წარწერით - ”არ შეგრჩებათ” და ”სოკარ-თველო”.

მედიის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

სხდომზე კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს სერგო რატიანს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. კილაძემ ოპოზიცია შოუს მოწყობაში დაადანაშაულა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე