ქსანში ავარიის შედეგად ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია
loader

Breaking news

ქსანში ავარიის შედეგად ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

  • ქსანში ავარიის შედეგად ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა მათ შორის ერთი ბავშვია

თბილისი: მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში ავტოავარიის შედეგად, სამგზავრო ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც ამოყირავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანია.

ავარიისას სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე