სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა
loader

Breaking news

სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

  • სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

თბილისი: სირიაში რუსული ვერტმფრენი Ка-52 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, ორივე მფრინავი დაიღუპა. 

რუსეთის თავდაცვის უწყების მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიაში უკვე მეორე რუსული ვერტფმრენი ჩამოვარდა. 3 მაისს სუ-30-ის ჩამოვარდნას ორი მფრინავი ემსხვერპლა, კატასტროფა ხმეიმის ავიაბაზასთან მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძრავაში ფრინველის მოხვედრა დაასახელა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პილოტი