სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პილოტი
loader

Breaking news

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პილოტი

  • სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა დაღუპულია ორი პილოტი

მოსკოვი: სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

"3 მაისს, 09:45 საათზე სირიაში მდებარე ხმეიმიმის აეროდრომიდან აფრენის დროს, ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი სუ-30. ორივე პილოტი დაიღუპა“ – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ფრინველი ყოფილიყო, რომელიც გამანადგურებლის ძრავში შემთხვევით მოხვდა.

რუსი სამხედროების მტკიცებით, მოიერიშესთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე