ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ
loader

Breaking news

ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ

  • ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ

თბილისი: ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრებთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი იქნება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და მინისტრები უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც იმსჯელებენ.

"ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ საკუთარი გზა დამოუკიდებლად განსაზღვროს. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც”,- – თქვა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის მოსამზადებელი ეტაპია. შეხვედრაზე საუბარი შეეხება რუსეთის მომდინარე საფრთხეებს, ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის პრობლემებს.

მინისტერიალი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან შეხვედრით დასრულდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა რუსეთის უგუნური ქმედებების ერთ-ერთი რგოლია