პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ
loader

Breaking news

პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ

  • პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ

ლონდონი: პრინც უილიამსა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონს მესამე შვილი, ვაჟი შეეძინათ. 

ჰერცოგინია ლონდონში, წმ.მერის საავადმყოფოში იმყოფება. "როიტერის“ ცნობით, ქეითი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

ახალშობილი და-ძმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მეხუთე პრეტენდენტია. კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს, კიდევ ორი შვილი ჰყავთ, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობა ოქტომბერში გაავრცელა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე