ირანის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა
loader

Breaking news

ირანის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

  • ირანის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

თბილისი: ირანის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა. კრიპტოვალუტების მუშაობა აიკრძალა ყველა საფინანსო უწყებაში და ვალუტის გაცვლის პუნქტებში. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით, ფინანსურ ტრანზაქციებში კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა.

ირანული რიალის კურსი დოლართან მიმართებით აპრილში დაეცა. 2018 წლის დასაწყისში თეირანში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რა დროსაც მიტინგის 20 მონაწილე დაიღუპა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე