უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ
loader

Breaking news

უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ

  • უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ

თბილისი: საქართველოში დღეს უკრაინელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ.

უკრაინელი ექსპერტები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ,  ხვალ კი ტყიბულში გაემგზავრებიან.

ექსპერტების ჩამოყვანა პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით მოხდა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე