"ტატუნაშვილის საქმეზე პროპაგანდისტული სპეკულაციის მიუხედავად, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა"
loader

Breaking news

"ტატუნაშვილის საქმეზე პროპაგანდისტული სპეკულაციის მიუხედავად, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა"

  • ტატუნაშვილის საქმეზე პროპაგანდისტული სპეკულაციის მიუხედავად ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა

მოსკოვი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმემ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება არ დააზარალა. ამის შესახებ ზახაროვამ ტელეარხს „დოჟდთან“ საუბრისას განაცხადა.

"რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

პატრიარქი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა
დაურ კოვე - თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს