ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს წარადგენს
loader

Breaking news

ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს წარადგენს

  • ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს წარადგენს

თბილისი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტერორიზმის, კორუფციის, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

ანგარიშის მიხედვით, საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა წარმოადგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე