დონალდ ტრამპი - მისია შესრულებულია!
loader

Breaking news

დონალდ ტრამპი - მისია შესრულებულია!

  • დონალდ ტრამპი - მისია შესრულებულია

ვაშინგტონი: აშშ-ის პრეზიდენტი სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს „სრულყოფილად შესრულებული” უწოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს.

"გუშინ ღამით დარტყმა სრულყოფილად შესრულდა. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისთვის და მათი შესანიშნავი სამხედროების ძალისთვის. უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით. მისია შესრულებულია!”, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც თავდაცვაზე კიდევ მილიარდობით დოლარი დაიხარჯება, ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები სირიაში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებზე, საცავებზე და რამდენიმე სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე