რუსეთმა Telegram-ი დაბლოკა
loader

Breaking news

რუსეთმა Telegram-ი დაბლოკა

  • რუსეთმა Telegram-ი დაბლოკა

მოსკოვი: მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ "როსკომნადზორის" სარჩელი დააკმაყოფილა და რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ი დაბლოკა.

რუსეთის მედიამარეგულირებელმა Telegram-ის დაბლოკვა მოითხოვა, რადგან კომპანიამ დაშიფვრის გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გასაღებებზე წვდომა მოითხოვა, რომ სამომავლო ტერაქტების პრევენცია მოხდეს. გასაღებების გადაცემის ბოლო ვადად 4 აპრილი იყო დაწესებული.

შეტყობინებების აპლიკაცია ფართოდ გამოიყენება რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში და 200-ზე მეტი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე