"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ბინაში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, აკრძალული წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული
loader

Breaking news

"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ბინაში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, აკრძალული წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

  • ყაზტრანსგაზ-თბილისი - ბინაში სადაც გარდაცვლილები იპოვეს აკრძალული წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

თბილისი: "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პეკინზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ორი ადამიანი გარდაიცვალა წუხელ პეკინის გამზირის 14 ბ-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმიური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან კარი არავინ გააღო. 

გასული წლის ოქტომბრის თვიდან „ყაზტრანსგაზ - თბილისმა“ სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებებით, არაერთგზის გავაფრთხილეთ მომხმარებლები, რომ ღია კამერიანი გაზის გამაცხელებლები და გამათბობლები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის. აგრეთვე არაერთგზის ვთხოვეთ მომხმარებლებს რომ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე (114) და მოითხოვონ ნაქირავები ან დაგირავებული ბინების შემოწმება, რადგან უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ასეთ ბინებზე მოდის. აღნიშნული ტრაგედიაც სწორედ ნაქირავებ ბინაში მოხდა. 

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ უმორჩილესად გთხოვთ - გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. უარი თქვით ღია კამერიან დანადგარებზე და გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. ბინა მათ რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე