Facebook-მა 270 ყალბი რუსული ანგარიში დაბლოკა
loader

Breaking news

Facebook-მა 270 ყალბი რუსული ანგარიში დაბლოკა

  • Facebook-მა 270 ყალბი რუსული ანგარიში დაბლოკა

კიევი: Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე სამართლიანი არჩევნების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ცუკერბერგის თქმით, სოციალური ქსელიდან წაიშალა რუსეთის ე. წ. ტროლების ქარხნის კუთვნილი მრავალი გვერდი და ანგარიში.

"დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯი გადავდგით სამართლიანი არჩევნების დასაცავად მთელ მსოფლიოში — წავშალეთ რუსული ორგანიზაცია Internet Research Agency (IRA)-ს კუთვნილი 270-ზე მეტი გვერდი და ანგარიში. IRA-ს წინააღმდეგ უკვე განვახორციელეთ მრავალი ქმდება, რათა თავიდან აგვეცილებინა მისი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანათა არჩევნებში. ეს რუსული ორგანიზაცია გამუდმებით ტყუილის საფუძველზე მოქმედებს და ცდილობს ხალხზე მანიპულირებას აშშ-ში, ევროპასა და თავად რუსეთში — მორჩა, მათი ადგილი Facebook-ზე აღარაა“, — წერს ცუკერბერგი.

"ყველა ამ ძალისხმევის შედეგად, გართულდა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის არჩევნებში ჩარევის შანსი. დღევანდელი განახლების შედეგად, უკვე გამოვავლინეთ IRA-ს ფართო ქსელი, რომელიც თავად რუსეთის მოსახლეობაზე მანიპულირებს. უახლოეს დღეებში, მას მთლიანად წავშლით Facebook-დან“.

ცუკერბერგის თქმით, ამისათვის IRA არაერთ კომპლექსურ საშუალებას იყენებდა.

"აღმოვაჩინეთ, რომ ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით, IRA ყალბ ანგარიშთა კომპლექსურ ქსელს იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ადამიანებისა და ხელისუფლებების მიერ Facebook-ზე თავიანთ პოლიტიკურ ხედვათა გაზიარებას, არ მივცემთ საშუალებას, რათა ამისათვის ყალბი ანგარიშები გამოიყენონ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ორგანიზაცია ამას გაუჩერებლად სჩადიოდა, წავშალეთ მათი ყველა გვერდი, მათ შორის ისინიც, რომლებიც შესაძლოა, სულ არ ყოფილიყო ყალბი. ჩვენ მიერ წაშლილ ყველა გვერდსა და ანგარიშს IRA აკონტროლებდა“, — წერს ცუკერბერგი.

გარდა ამისა, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მარტივად შეამოწმებთ, გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული „ტროლების ქარხნის“, ანუ IRA-ს მიერ კონტროლირებადი გვერდი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე