ნინო კირთაძე - ვის ავადმყოფ გონებაში გაჩნდა ეს იდიოტური სქემა სულის ამოხდის? თუ დასაფლავების ბიუროსთანაა ეს "ევექსი" შეკრული, არ ვიცი!
loader

Breaking news

ნინო კირთაძე - ვის ავადმყოფ გონებაში გაჩნდა ეს იდიოტური სქემა სულის ამოხდის? თუ დასაფლავების ბიუროსთანაა ეს "ევექსი" შეკრული, არ ვიცი!

  • ნინო კირთაძე - ვის ავადმყოფ გონებაში გაჩნდა ეს იდიოტური სქემა სულის ამოხდის თუ დასაფლავების ბიუროსთანაა ეს ევექსი შეკრული არ ვიცი

თბილისი: მსახიობ ნინო კირთაძის თქმით, "ევექსი" ყოფილა აბსურდის მწვერვალი - სიკვდილის გარანტია.

"გუშინ 56 წლის კაცი დავით მამალაძე გარდაიცვალა სასიკვდილო მარშრუტის გზაზე ისე, რომ ქუთაისში ვერ ჩააღწია - იშემიური ინსულტის დიაგნოზით გაუყენეს ზუსტად იმ გზას ბიძაჩემს რომ უპირებდნენ: ფოთის საავადმყოფო, ზუგდიდის საავადმყოფო კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის, კვლავ ფოთის საავადმყოფო და ზუგდიდის მერე კიდეც გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მიაღწია ქუთაისამდე! რატომაა ასე ძნელი პირდაპირ ქუთაისში გაშვება? ვის ავადმყოფ გონებაში გაჩნდა ეს იდიოტური სქემა სულის ამოხდის? თუ დასაფლავების ბიუროსთანაა ეს #ევექსი შეკრული, არ ვიცი!", - წერს კირთაძე სოციალურ ქსელში.

"ევექსთან" დაკავშირებით მსახიობი ორი დღის წინაც წერდა.

"ეს "ევექსი" ყოფილა აბსურდის მწვერვალი - სიკვდილის გარანტია. მათი ადმინისტრაციული მარაზმის გამო ბიძაჩემი გაჟონვით 7 საათის დაგვიანებით და ერთი ვაივიშით ქუთაისის საავადმყოფოში მიიყვანეს, როცა კრიტიკული დრო არის 3 საათი, სანამ ტვინის უჯრედების აღდგენა შეიძლება. ფოთში საავადმყოფოს არ აქვს ამ ტიპის აუცილებელი დახმარების საშუალება, ზუგდიდში ინსულტის მართვა არ არსებობს, მაგრამ "ევექსის" აზრით, ამ საავადმყოფოების ვიზიტი აუცილებელია სანამ ქუთაისში მოხვდები - რატომ? ეს ვინმეს ავადმყოფ გონებაში რანაირად ლაგდება? ამაშიც ფულს აკეთებენ უეჭველად.... უნამუსო გაღორებული #evex

La mort de mister Lazarescu ს ქართული ვერსია, სრულიად გულისამრევი .... გაცოფებული ვარ...

https://evex.ge/ge/ ერიდეთ, სასიკვდილოა", - წერს კირთაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე