ნინო ლომჯარია - მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს
loader

Breaking news

ნინო ლომჯარია - მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს

  • ნინო ლომჯარია - მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ანდა ყოფილ თანამდებობის პირებს

თბილისი: სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ეხმაურება.

"ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე