იანოშ ჰერმანი - ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს
loader

Breaking news

იანოშ ჰერმანი - ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს

  • იანოშ ჰერმანი - ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს

თბილისი: საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე უნდა დადგინდეს ფაქტები სრულად და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ნებისმიერი დასკვნის გაკეთება.

"ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები. გვაქვს მოლოდინი, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა.

მოლოდინის გარდა, ჩვენ ძალზე ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი, განსაკუთრებით ევროკავშირთან თანამშრომლობაში. მჯერა, რომ მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება. ნამდვილად წუხილს გამოვთქვამთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ ფაქტს და იმედი გვაქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ფაქტები სრულად და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ნებისმიერი დასკვნის გაკეთება", - განაცხადა ჰერმანმა. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე