იან კელი - მივემგზავრები, დღეგრძელი იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
loader

Breaking news

იან კელი - მივემგზავრები, დღეგრძელი იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

  • იან კელი - მივემგზავრები დღეგრძელი იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

თბილისი: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მიემგზავრება.

"მარცხენა ფოტოზე 2015 წელს საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი პირველი დღეა ასახული, მარჯვენა ფოტოზე კი, გული მწყდება, რომ - ბოლო. მივემგზავრები, რომ აპრილში ჩიკაგოში ლექციები წავიკითხო. ფრანჩესკასა და მე გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს გულთბილი მასპინძლობისა და მეგობრობისთვის. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებულ გზას ადგას და შეერთებული შტატები ამ გზაზე თქვენს გვერდითაა. 

გაუმარჯოს! დღეგრძელი იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი!" - წერს იან კელი. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე