არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, 20 მარტს გადასცენ
loader

Breaking news

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, 20 მარტს გადასცენ

  • არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა 20 მარტს გადასცენ

ბრიუსელი: ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, 20 მარტს გადასცენ. ეს ინფორმაცია Front News International-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ დაუდასტურა.

"შესაძლოა, ხვალ", - განაცხადა გასიევამ ცხედრის გადაცემის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. 

23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მალევე კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი იზოლატორიდან მალევე გაათავისუფლა, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე