გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სლოვაკეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
loader

Breaking news

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სლოვაკეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

  • გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სლოვაკეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

თბილისი: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუდოლფ მიხალკამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სლოვაკეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე