მეგაკორპორაცია "პუტინი“: პიროვნების კულტი ბრეჟნევსა და გორბაჩოვს შორის - მიზანი იმპერატორი პეტრე პირველი
loader

Breaking news

მეგაკორპორაცია "პუტინი“: პიროვნების კულტი ბრეჟნევსა და გორბაჩოვს შორის - მიზანი იმპერატორი პეტრე პირველი

  • მეგაკორპორაცია პუტინი პიროვნების კულტი ბრეჟნევსა და გორბაჩოვს შორის - მიზანი იმპერატორი პეტრე პირველი

კიევი: ამ ანალიტიკურ-ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც რთული თემაა, ორი სტრატეგიული მიზანი აქვს: 1) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ არჩეული ვლადიმერ პუტინის პორტრეტის მაქსიმალურად ობიექტურად და სრულყოფილად გამოვლენის მცდელობა; 2) უახლოეს წლებში რუსეთის ლიდერის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ყველაზე სავარაუდო სტრატეგიული პროგნოზის გაკეთება. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი კიდევ ერთხელ უალტერნატივოდ გახდებოდა პრეზიდენტი, Front News International-ს დასაწყისშივე არ დაუსახავს მიზანი, შეერთებოდა იმ ევროპელ ჟურნალისტებს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ პუტინს, ან კრემლის კარის ჟურნალისტებს, ტელეკომენტატორებს ან იმიჯმეიკერებს, რომლებიც პუტინისგან ყველაზე ჰუმანური, პროევროპული და დემოკრატიული პრეზიდენტის იმიჯის შექმნას ბრმად ცდილობენ.

Front News International მაქსიმალურად შეეცადა პუტინის ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და სტრატეგიული პორტრეტის შექმნას, რომელთანაც უახლოეს წლებში საქმე ექნება მისი ქვეყნის მოქალაქეებს, ევროპას, მეზობელ ქვეყნებს და მთლიანად მსოფლიოს. რედაქცია შეეცადა შეესწავლა საზოგადოებრივი აზრის მთელი სპექტრი რუსეთში: ლიბერალ-დემოკრატებიდან, კომუნისტებიდან რადიკალ მონარქისტებამდე.

პუტინი 2018 - ეს არის კლასიკური ტექნოლოგია-ვიდეოგამოსახულება, მედიის პროდუქტი, რომელიც შექმნილია პროფესიონალური გუნდის და თანამედროვე რუსული მედიის მიერ, დაჯგუფების დაკვეთით, რომელიც სახელმწიფო და ეკონომიკურ რესურსებს აკონტროლებს. ჩვენ მას ვუწოდებთ რუსულ ფენომენს - მეგაკორპორაცია "პუტინი".  არაფერი  მსგავსი არ არის და შეუძლებელია იყოს დემოკრატიულ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, რომელიც აშენებულია ძალაუფლების უსაფრთხოების ბალანსის სისტემაზე და არ იძლევა ხელისუფლების გრძელვადიან მონოპოლიებს. ანალიზისა და შეფასებებისთვის საჭირო ინფორმაციების 80%, საიდან მოვიდა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში და რას ეფუძნება მისი ხელისუფლება, ზედაპირზე დევს. 

"მეგაკორპორაცია პუტინი" შექმნილია და მუდმივად ვითარდება მედია პროექტები: პუტინი ევროპელი დემოკრატი და "ჩვენი გერმანელი", აშშ-ის გლობალური ჰეგემონიის მოწინააღმდეგე, პუტინი - დემოკრატიული მმართველი და ევრაზიული ქვეყნის ლიბერალ-ემანსიპატორი, როგორც იმპერატორი პეტრე დიდი. პუტინი - საბჭოთა პატრიოტი, საიდუმლო კომუნისტი, სამშობლოს მხსნელი და მფრაველი. პუტინი - ეშმაკი მზვერავი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უპირისპირდებოდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და ებრძვის დასავლეთის სპეცსამსახურებს. პუტინი - ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს რუსეთის სასარგებლოდ. პუტინი - მართლმადიდებელი მონარქისტი, საიდუმლო მებრძოლი რუსეთში ლიბერალებთან ერთად, რუსეთის მიწების შემგროვებელი და მომავალი "სახალხო მეფე". პუტინის 18-წლიანი მმართველობა - ეს არის წარმატებულად განვითარებადი ქვეყანა და ეკონომიკა - ნათელი მომავლის იმედი. პუტინი - ეს არის რუსეთის მსოფლიო დონის მეცნიერება და ყველაზე განვითარებული ახალგაზრდები. პუტინი - სპორტსმენი, ჰოკეისტი და რუსული გლობალური სპორტის მეგობარი. პუტინი - ჩვენი კაცი, თევზაობის და ექსტრემის მოყვარული. პუტინი - ლამაზი კაცი, დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს ეფექტურად წამყვანი და ასე შემდეგ. თითოეულ მსგავს იდენტურობაზე პროპაგანდისტების, ფილმ-მეიკერების და იმიჯმეიკერების პროფესიონალური გუნდი მუშაობს. თანამედროვე რუსეთი - ეს არის ჭაობი ან ავტორიტარული გალერეა პუტინის უსასრულო საიმიჯო სურათებით. 

მეგაკორპორაცია პუტინი 2018 - ეს არის "პუტინის ჰოლივუდი" და ამავდროულად, "საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პუტინის იდეოლოგია". მეგაკორპორაცია პუტინი - ეს არის მრავალმილიარდიანი სახელმწიფო ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, მისი ფასი კი პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური კონტროლი და რუსეთის არადეკლარირებული ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაა, კონტროლია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე, ხელისუფლებაზე, მოსახლეობაზე და რუსეთის ბირთვულ ღილაკზე, შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებზე, უსაზღვრო ტერიტორიებზე. 

მეგაკორპორაცია პუტინი არ არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი, ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოა მეგაკორპორაცია პუტინის ნაწილი.

ევროპული პოლიტიკური მეცნიერება მკვდარია ან შეუიარაღებელია მეგაკორპორაცია პუტინის ფენომენის აღსაქმელად. პუტინის ვირტუალურ ციფრულ იმიჯზე ასობით თუ არა ათობით რუსული და საერთაშორისო მედია საშუალება და საიმიჯო გუნდი. ამაზე მუშაობს საერთაშორისო არენაზე მინისტრი ლავროვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვა. ეს ყოველთვის მოგების მომგებიანი ბიზნესია!


პუტინი და მედია

პუტინი 2018 - ეს მრავალდონიანი სიახლეების ფაბრიკის, პროპაგანდისტების და საიმიჯო გუნდების მრავალწლიანი მუშაობის პროდუქტია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს შექმნილია მეოცე საუკუნის საბჭოური ფენომენი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს რელიგიურ გაღმერთებას და ქედის მოხრას რუსეთის უზენაესი ლიდერის-ბელადის წინაშე - ვლადიმერ პუტინის პიროვნების კულტი.

ეს ახალი "პუტინის პიროვნების კულტი" ხსნის ყველა მსგავსი ისტორიული კულტების რეკორდს როგორიცაა ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი. რა არის პუტინის პიროვნების კულტი? პუტინი, როგორც მეგაკორპორაციის ინფორმაციული, პროპაგანდისტული პროდუქტი იქცევა საერო რუსულ რელიგიად - შეეცადეთ გაანალიზოთ რუსული არხების ტელე-შოუები, მძაფრი დისკუსიები რუსულ სოციალურ ქსელებში, სადაც პუტინს როგორც თანამედროვე რუსეთის ისტორიის პიროვნებას აფასებენ - სტალინს პიროვნების კულტის ასეთი დონე არც კი დაესიზმრებოდა. რუსეთის მოქალაქეები სრული სერიოზულობით ერთვებიან მასიურ რელიგიურ ექსტაზ-კონფლიქტში, მათ შორის ვინც ირაციონალურ დონეზე მოიაზრებს პუტინის საკრალურ სახეს როგორც რუსეთის გადამრჩენს და მათ ვინც მასში ხედავს დამნაშავე მატყუარას, რომელიც ქმნის მხოლოდ “პოტიომკინის სოფლებს”.

ვისაც სწამს პუტინის - ის არის ტელეიმიჯის და მასიური შიზოფრენიის ჩამოყალიბებული მონა, რომელსაც უყოყმანოდ სჯერა პუტინის მედია პროდუქტის როგორც - „რუსეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მმართველის“, ამავდროულად უგულებელყოფს რუსეთის თანამედროვე რეალობას და მზად არის საკუთარი სიცოცხლეც გაწიროს - „სამშობლოსთის! პუტინისთვის!"

ამ რელიგიური იმიჯის არსია - პუტინის უბრალოდ უნდა გჯეროდეს - პუტინის გარეშე რუსეთი დაიღუპება და დაბრუნდება უარეს დროში ვიდრე გასული საუკუნის 90-იანი წლები, გეოპოლიტიკური კატასტროფით, დაშლილი ქვეყნით და სიღარიბით. პუტინი ეს არის ინფორმაციული ქოლგა, მასკირებული ბადე, რომლის უნაკლო სპორტული აღნაგობისა და დიპლომატიური-პროტოკოლით გათვალისწინებული სამოსის უკან იმალება ხელისუფლების ტოტალური კორუფცია, თანამედროვე რუსეთის ქრონიკული კორუფციული დაავადებები და ფეიკური ნიუსები მის სოციალურ-ეკონომიკურ, უსაფრთხოების და ცივილიზაციის წარმატებებზე.

პუტინი-ეს არის ტრანსნაციონალური, ინფორმაციული მეგაკორპორაცია, რომელიც მუდმივად აწარმოებს „პოტიომკინის სოფლებს“. პუტინის პიროვნების კულტი-ეს მენტალურ-რელიგიური ხელისუფლების, რუსეთზე და მის მოსახლეობაზე მასიური კონტროლის დაწესების ინსტრუმენტია. პუტინის რელიგიურ სახეს ერთდროულად პეტრე დიდებულზე, ლენინზე, სტალინზე მაღლა აყენებენ, მას მოიაზრებენ როგორც „ეროვნულ მეფეს“ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს.

საჯარო ღია წყაროების (როგორც ოფიციალურ, ისე დამოუკიდებელ) უზარმაზარ მასივთან მუშაობისას მნიშვნელოვანი დახმარება პუტინის კრიტიკული სისტემური პიროვნების შესწავლაში, იმიდჯურმა მრავალმილიონიანმა ფილმებმა გაგვიწიეს, რომლების გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, სავარაუდოდ ფედერალური ფინანსების გამოყენებით წინასაარჩევნოდ გადაიღეს: „მსოფლიო წესრიგი 2018“ (ვლადიმირ სოლოვიოვი), ფილმი „პუტინი“ ორ ნაწილად 2018 წელი (ანდრეი კონდრაშოვი), ფილმი „პუტინი“ (ოლივერ სთოუნი, 2017 წელი), "პრეზიდენტი" (ვლადიმირ სოლოვიოვი, 2015 წელი), და ფილმი „ვალაამი“ 2018 წელი (ანდრეი კონდრაშოვი).

აბსოლუტური გათვლა საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის მხარდაჭერაზე გააკეთა ფილმმა „მძინარენი“, რომელიც თითქმის იდენტურია სერიალის „გაზაფხულის 17 გაელვება“, სადაც პუტინი შტირლიცთან ასოცირდება. რომ არაფერი ვთქვათ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ პროპაგანდისტულ ტვინის გამორეცხვაზე, მეგაკორპორაცია „პუტინის“ მიერ კონტროლირებადი რუსული არხებიდან, რაც ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიის განყოფილებას, მაგალითად: ტელეარხი „რასია“, გადაცემა „ვესტი ნედელი“ დიმიტრი კისილიოვთან და „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“.

თემა მომავალი კორუფციული და ჟურნალისტური გამოძიებისთვის - რამდენი დაუჯდა ამ ფილმების გადაღება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და რამდენი ღირს პრეზიდენტის პიროვნების კულტის საიმიჯო ინფორმაციული მხარდაჭერა წელიწადში?

ინფორმაციისა და პროპაგანდისტული ქარხნების მუშაობის სპეციფიკა არის ის, რომ მათი საქმიანობა აქტიურად არის უზრუნველყოფილი რუსეთის სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ. პრეზიდენტ პუტინის გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ მეგაკორპორაცია პუტინი არის ხელშეუხებელი "წმინდა ძროხა", რომელიც იმალება რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ფასადის უკან.

ზემოაღნიშნული ფილმები და პროპაგანდისტულ ქარხნებს ორმაგი ფსკერი აქვთ, ასახავენ პუტინის დე ფაქტო ღრმა იმიჯსა და მეგაკორპორაციის იმპერიულ ინტერესებს. თუმცა ამ ფილმებმა თვისდაუნებურად პუტინისა და მეგაკორპორაციის იმიჯის განადგურების მექანიზმები დაასახლა. უფრო მეტიც, ამ ფილმებმა ყურადღებიანი მკვლევარებისთვის გამოააშკარავა, რომ მეგაკორპორაცია „პუტინი“ საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავს, როგორც გარდამავალ ეტაპს და ამზადებს ყველზე სერიოზულ „ეროვნულ მონარქიას“ მსოფლიო წესრიგისა და ძალაუფლების ევროპული და ევრაზიის კარდინალური ცვლილებებით.

პუტინი 2018 - საკუთარი სატელევიზიო სახის მონა - სიამოვნებით აღიარებს მის მიერ შექმნილ იმიჯს და არ ერიდება კამერების წინ პოზიორობას. ორი ფილმი "მსოფლიო წესრიგი 2018" (ვლადიმირ სოლოვიოვი) და "პუტინი" (ანდრეი კონდრაშევი) რუსული მედიის კლასიკაა, „2018 წლის ვერსიით რუსეთის საერო ემანსიპირებული მეფის“ ტელე-სახის შექმნის ნაწილში.

მეგაკორპორციამ იცოდა, რომ პუტინი ახალი საპრეზიდენტო ვადით იქნებოდა არჩეული, მაგრამ მეგაკორპორაციას მომავალი გამარჯვებისთვის "პუტინის პიროვნების კულტი" სჭირდებოდა.

გლობალური მედია პოპულარობა, რუსეთის მედიის სივრცის თითქმის სრული კონტროლი და პროფესიონალურად დადგმული საინფორმაციო ოპერაციები - 70% პუტინის ძალაუფლების ნაწილია.

რუსეთის ამჟამინდელი მმართველისა და პუტინის საინფორმაციო ოპერაციების იმიჯის ქარხანა მედიაში რუსულ პოსტსაბჭოთა მატრიცაზე თამაშის ნაწილია, ღირებულებები და მოსახლეობის მოლოდინი კი პუტინისა და მისი გუნდის ძალაუფლების რელიგიური საფუძველია. პუტინი - როგორც კოლექტიური რელიგიური სახე "კეთილი და პროფესიონალი მმართველის", რუსეთსა და ევრაზიაში სპეციალური, სამართლიანი და სწორი მსოფლიო წესრიგის დაბრუნების გარანტია.

მეგაკორპორციამ შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც არ დაუშვებს სახიფათო ალტერნატივის - კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიაღებას ან პუტინზე გამარჯვებას. მეგაკორპორაცის აქვს ტოტალური საინფორმაციო ძალა რუსეთში და თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს პუტინის ინფორმაციის და იმიჯის უსაფრთხოებას.


პუტინი და მონარქია რუსეთში

ბოლო პერიოდში მეგაკორპორაციამ პუტინს რწმენა ჩაუსახა, რომ ის შეიძლება გახდეს რუსეთის იმპერატორიც კი - "სახალხო მეფე".

მეგაკორპორაცია "პუტინი" კარგად ხვდება, რომ პუტინისთვის რუსეთის კონსტიტუციით ბოლო ვადა - 2018-2024 დაიწყო, რის შემდეგაც ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს მმართველი, რომელიც აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს პუტინის ყველა მომხრის წინააღმდეგ ბოლო ორი ათწეულის მანძილზე რუსეთის გაძარცვის კორუფციული სქემის, ოფშორში თანხების გადარიცხვის და საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის გამო. არსებობს სერიოზული რისკი, რომ ახალი მმართველი შეეცდება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტი დაუბრუნოს და მეგაკორპორაცია პუტინზე კოლონიური დამოკიდებულებისგან გაათავისუფლოს. მეგაკორპორაცია "პუტინის" უსაფრთხო

არსებობის ერთადერთი პირობა, პუტინის "გამეფება" და რუსეთში დემოკრატიული "სახალხო მონარქიის" შემოღებაა, რომელიც გააკეთებს: მეფე ვლადიმერ პუტინის ავტოტიტარულ მმართველობას უვადოს, მეგაკორპორაციის ფულს და ხელისუფლებას - ლეგალურს და მემკვიდრეობითს, რუსეთს - მეგაკორპორაციის ლეგალურ საკუთრებას. 

მეგაკორპორაცია "პუტინი" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინის გამეფებას გზას ადგა, ამიტომ მთელი არჩევნების შემდეგომი პერიოდი მოსალოდნელია ლეგალური, რელიგიური და იდეოლოგიური საფუძვლის შექმნის მიზანმიმართული მუშაობა რუსეთში, ვლადიმერ პუტინის კონსტიტუციური მონარქის შესაქმენლად, როგორც ტრადიციული ევროპაში, ასევე ტრადიციულ რუსეთსა და ევრაზიაში. ამით შეიძლება სამამულო ომის ორგანიზებაც კი დასავლელ ოკუპანტებთან. მეგაკორპორაცია პუტინის მონარქიული დემოკრატიული იდეა ავტომატურად იქნება ენთუზიაზმით მხარდაჭერილი როგორც რუსეთში (ჩეჩნეთი, თათრეთი), ასევე ბელორუსიაში (ლუკაშენკო), ყაზახეთში (ნაზარბაევი), აზერბაიჯანში (ალიევი) და ყოფილ საბჭოთა იმპერიის სხვა ნაწილებში, სადაც სერიოზულად დგას ლიბერალური დემოკრატიის დაშლის საკითხი და პოსტ-კომუნისტური მმართველების მემკვიდრეობითი უფლებამოსილების გადანაწილების აუცილებლობა მათი მემკვიდრეებისათვის და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გაძარცული კაპიტალის ლეგალიზაცია. მეგაკორპორაცია "პუტინმა" აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება და მოპარული კაპიტალის ლეგალიზების შესაძლებლობა. 

პუტინი როგორც "მართლმადიდებელი" მომავალი "სახალხო მეფე" - ეს განვითარებადი პროცესია, რომელიც ახლა არ დაწყებულა. ამისთვის ადრე პუტინი საბერძნეთში, ლიტურგიის დროს ბიზანტიის იმპერატორის ტახტზეც კი დასვეს. ბერზნები სრულიად სერიოზულად ფიქრობენ, რომ პუტინი რუსი მეფეა, რომელიც ომს დაიწყებს თურქეთთან და ბერძნებისთვის კონსტანტინოპოლს (სტამბოლს) გაათავისუფლებს. ამიტომ ღირს სერიოზულად დაფიქრება იმაზე, რომ პროექტი მეგაკორპორაცია "პუტინის გამეფების" პროექტი რეალურად მოიპოვებს საერთაშორისო - "ევროპულ ხასიათს" და მას შესაძლოა, არა მხოლოდ რომის პაპმა, ბერლუსკონიმ და შრედერმა, არამედ ბევრმა ქვეყანამ და პოლიტიკოსმა დაუჭიროს მხარი. ამ თვალსაზრისით აუცილებელია ყურადღების მიქცევა ნებისმიერ "მოულოდნელ" სამხედრო შეტაკებაზე პუტინის რუსეთსა და ერდოღანის თურქეთს შორის ვლადიმერ პუტინის ახალი მმართველოს პერიოდში. თუ მოულოდნელად პუტინის ჯარი სირიის ნაცლვად კონსტანტინოპოლ-სტამბოლში აღმოჩნდა- ეს ნამდვილად "იმპერიული პროექტი" იქნება. 

პუტინის მონარქიული პროექტისთვის ძირითადი რეალური საფრთხე ანგლოსაქსური სამყარო და ნატო-ს ფარგლებში ევროპის მობილიზაციაა. შეძლებს თუ არა რუსეთის მონარქობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთის სამეფოსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებას, დრო გვიჩვენებს.  თუ მონარქობის კანდიდატის მხარეს პაპი ფრანცისკი დადგება, სასწორი მეგაკორპორაციის სასარგებლოდ გადაიხრება. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთსა და ევრაზიაში მონარქიისა და პუტინის უფლებამოსილების უსასრულოდ გაგრძელების ირგვლივ ინტრიგა, უახლოესი 6 წლის განმავლობაში ძირითადი თემა იქნება როგორც რუსეთში, ასევე საერთაშორისო არენაზე. 


პუტინი და გეოპოლიტიკა - ურთიერთობა აშშ-თან, ევროპასთან, უკრაინასთან

აშშ და დიდი ბრიტანეთი დაეხმარა პუტინს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში. Front News International-ს რომ "შეთქმულების თეორიების" სჯეროდეს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სკრიპალის მოწამვლას, დიდი ბრიტანეტი-აშშ-ნატო-ს რუსეთთან დიპლომატიურ სკანდალს, რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას რუსეთში კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე და რუსული საფრთხის ირგვლივ ნატო-ს მობილიზაციას, განიხილავდა როგორც საიდუმლო შეთანხმებას აშშ-ს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის პუტინის ხელახლა არჩევის პროექტის შესახებ.

პირველ რიგში, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებით სანქციების სია მიიღეს, მეორე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადეს სკრიპალის მოწავმლის შესახებ და პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივო გახადეს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსები საგარეო საფრთხის პირობებში ქვეყნის ლიდერის ირგვლივ ერთიანდებიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაძლოა, მას ვერ იტანდნენ. ასე იყო ლენინის, სტალინის, ხრუშოვის და სხვა საბჭოთა პერიოდის დიქტატორების დროიდან. დაავიწყდათ ან ეს არ იციან, ეს იგივეა ვამტკიცოთ, რომ ვაშინგტონში, ლონდონში, ბერლინსა და ბრიუსელში არაპროფესიონალები სხედან. რამ აიძულა პრეზიდენტი ტრამპი ან პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვლადიმერ პუტინს დახმარებოდნენ ხელახლა არჩევაში, ამ კითხვაზე დღეს პასუხის გაცემა რთულია. არ არის გამორიცხული, რომ ამ კითხვაზე პასუხი ევროპელებისთვის რუსეთის და ნატო-ს უახლოესი სამხედრო კამპანია გახდეს.  

 რაში გამოიხატება პუტინის გეოპოლიტიკა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები 2018-2024 წლების პერიოდში?

პუტინისთვის ძირითადი ევროპელი პარტნიორები არიან გერმანია, იტალია და "ძველი ევროპის" ქვეყნები. არ უნდა გამოირიცხოს რუსეთ-გერმანიის სტრატეგიული დაახლოების მცდელობის მოდელის გათამაშება, თუ პუტინი უკრაინას კონტროლქვეშ დაუბრუნებს დონეცკს და ლუგანსკს, როგორც ადგილი ჰქონდა ისტორიაში კოლის და გორბაჩოვის შეთანხმებას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნების და ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შესახებ,

თუ ეს ტენდეცია განვითარებას ჰპოვებს, არ უნდა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი ცვლილებები - დიპლომატიური ნაბიჯები დნესტრისპირეთის ირგვლივ მოლდოვასთვის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგში ჩართული იქნება ევროატლანტიკური გარიგება - "პუტინის გამეფების" ლეგალიზაცია და რუსეთში მეგაკორპორაცია მონარქიის შემოღება. 

ნაკლებად სავარაუდოა ამ დროისთვის ბირთვული ომის რისკი ნატო-ს და რუსეთს შორის, კონფლიქტის მხარეებს შორის სამხედრო შეტაკებები სავარაუდოდ, განვითარდება ისეთ შუალედურ-ბუფერულ ტერიტორიებზე, როგორიცაა სირია და უკრაინა. ამ კონტექსტში აშშ-ნატო-ს და რუსეთს შორის ნებისმიერი სამხედრო გამწვავება პუტინის და მეგაკორპორაციის მმართველობას გააძლიერებს, თუმცა აშშ და ნატო თავს შეიკავებენ პირდაპირი სამხედრო უკიდურესობისგან და გლობალური ბირთვული ომის რისკისგან, რათა "ვირთხა კუთხეში არ მიიმწყვდიონ". 

მეგაკორპორაცია პუტინი შეეცდება არ გაამწვავის უკრაინის თემატიკა და უკრაინას დონეცკი და ლუგანსკიც კი დაუბრუნოს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების მიზეზით. რაც შეეხება ყირიმის კუთნილების საკითხს, ეს პუტინისთვის წითელი აკრძალული ხაზია, რომლის გადაკვეთასაც ვერანაირ პირობებში ვერ შეძლებს, რადგან ეს რუსეთში ხელისუფლების შენარჩუნების კუთხით თვითმკვლელობა იქნება.


წინასწარი დასკვნები - პუტინის ხელახლა არჩევა

პუტინის გამარჯვება დასაწყისშივე უალტერნატივო იყო როგორც მეგაკორპორაციის "შიდა მუშაობის" თვალსაზრისით, ასევე დასავლეთის "დე ფაქტო" მხარდაჭერის ნაწილში (სანქციები აშშ-დიდი ბრიტანეთი-გერმანია-ნატო არჩევნების წინ). რუსეთის უმაღლესი მმართველი ვლადიმერ პუტინი მომდევნო 6 წლის განმავლობაში რჩება რუსეთის ფედერაციის პროგნოზირებად ლიდერად, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს გლობალურ და ევროპულ დღის წესრიგს ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

საერთაშორისო კუთხით გაჟღერებული პრიორიტეტების და ინტერესების ნაწილში პუტინი შეთანხმების მიღწევას შეეცდება ევროპასთან (პირველ რიგში, "ძველთან") და აშშ-თან თამაშის წესების შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ გეგმებს, მთელი შემდეგი პერიოდი იქნება პუტინის პიროვნების კულტის გაძლიერების ტენდენცია და მცდელობა გარე საფრთხეებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით გაამყარონ ვლადიმერ პუტინისთვის ხელისუფლების სამუდამო გადაცემა რუსეთში "დემოკრატიული სახალხო მონარქიის" შემოღებით. 

მეგაკორპორაცია არ დაუშვებს ხელისუფლების დაკარგვას და უმაღლეს ლიდერზე კონტროლის დაკარგვას. ამისთვის გამოყენებული იქნება ინსტრუმენტების მთელი სპექტრი - დასავლეთთან შეთანხმებიდან დაწყებული რუსეთის მხრიდან სამხედრო და გეოპოლიტიკურ დათმობებზე და "პუტინის პიროვნების კულტსა" და რუსეთში მონარქიის აღიარებაზე თვალის დახუჭვით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში მეგაკორპორაციაში "ბრეჟნევიზაციის" პროცესი მიმდინარეობდა, რის გამოც არსებობს რისკი, რომ გარკვეულ შიდა გარე ფაქტორების პირობებში პუტინის რუსეთმა შესაძლოა,  ადექვატურობა დაკარგოს.

პუტინის 18-წლიანი მმართველობა თანამედროვე "დეკაბრისტებისთვის", რუსული ელიტის ჯგუფს მიიყვანს ისტორიულ პარადოქსამდე - რუსეთში აბსოლუტიზმისა და მონარქიის აღდგენის მცდელობამდე. 

აქტიურად გაგრძელდება პუტინის პიროვნების რელიგიური კულტი და მისი გუნდის ძალაუფლების გაძლიერება ყველა სფეროზე - უსაფრთხოება, ეკონომიკა და ფინანსები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი თავად დაიწყებს "გარდაქმნას" და დაანგრევს თავისი აბსოლუტური ხელისუფლების საფუძველს - მეგაკორპორაციას. 



Front News International



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე