რუსულმა "იანდექსმა" უკრაინაში ოფისები დახურა
loader

Breaking news

რუსულმა "იანდექსმა" უკრაინაში ოფისები დახურა

  • რუსულმა იანდექსმა უკრაინაში ოფისები დახურა

რუსულმა კომპანია "იანდექსმა" კიევსა და ოდესაში ოფისების დახურვის გადაწყვეტილბა მიიღო, - ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ოჩირ მანჯიკოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ოფისების თანამშრომლებს სხვა ქვეყნებში გადასვლა შესთავაზეს.

"კომპანია "იანდექს-უკრაინა" სანქციების სიაშია და ფაქტიურად არ შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე საქმიანობა განახორციელოს. კომპანიის ყველა ანგარიში დაბლოკილია და თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მიცემა არ შეგვიძლია", - განაცხადა მანჯიკოვმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "იანდექსის" კიევისა და ოდესის ოფისებში ჩხრეკა 29 მაისს ჩაატარა.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში რიგი რუსული საიტების გამოყენება აიკრძალა. აკრძალვა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფარგლებში განხორციელდება.

შავ სიაში სულ 468 კომპანიაა, მათ შორის, "იანდექსი", "ვკონტაქტე", "ოდნოკლასნიკი", მაილ.რუ" სხვა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე