თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ "ზეთისხილის რტოს" ფარგლებში 2434 ადამიანია ლიკვიდირებული
loader

Breaking news

თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ "ზეთისხილის რტოს" ფარგლებში 2434 ადამიანია ლიკვიდირებული

  • თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს რომ ზეთისხილის რტოს ფარგლებში 2434 ადამიანია ლიკვიდირებული

ანკარა: თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთით დასახლებულ პუნქტ აფრინში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" განმავლობაში 2434 ადამიანია განეიტრალებული. 

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი საზღვარზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენაა.

"ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 2434 ტერორისტია ლიკვიდირებული", - აცხადებენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.

თურქი სამხედროები ოპერაციას ქურთისტანის რაზმების და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ ახორციელებენ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე