სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ "გაზპრომს“ უკრაინის „ნაფტოგაზისთვის“ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
loader

Breaking news

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ "გაზპრომს“ უკრაინის „ნაფტოგაზისთვის“ კომპენსაციის გადახდა დააკისრა

  • სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ გაზპრომს უკრაინის ნაფტოგაზისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

კიევი: სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული კონცერნის „გაზპორმის“ წინააღმდეგ უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საარბიტრაჟო სასამართლომ „გაზპრომს“ კომპენსაციის სახით „ნაფტოგაზისთვის“ 4,63 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა ტრანზიტისთვის გაზის შეთანხმებული მოცულობის არასრული მიწოდების სანაცვლოდ.

"გაზპრომმა“ "ნაფტოგაზს“ 2.56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ამავე დროს, არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა უკრაინული მხარის მოთხოვნა სატრანზიტო ტარიფის გადახედვისა და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის შესახებ.

"ნაფტოგაზს“ და "გაზპრომის“ შორის პროცესი სტოკჰოლმის სასამართლოში 2014 წელს დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე