სირიის აფრინში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" განმავლობაში 2083 ადამიანია განეიტრალებული
loader

Breaking news

სირიის აფრინში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" განმავლობაში 2083 ადამიანია განეიტრალებული

  • სირიის აფრინში ოპერაცია ზეთისხილის რტოს განმავლობაში 2083 ადამიანია განეიტრალებული

ანკარა: თურქეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთით დასახლებულ პუნქტ აფრინში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" განმავლობაში 2083 ადამიანია განეიტრალებული. 

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი საზღვარზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენაა.

"ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 2083 ტერორისტია ლიკვიდირებული", - აცხადებენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.

თურქი სამხედროები ოპერაციას ქურთისტანის რაზმების და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ ახორციელებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე