მიხეილ სააკაშვილს 3 წლით უკრაინაში შესვლა აეკრძალა
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილს 3 წლით უკრაინაში შესვლა აეკრძალა

  • მიხეილ სააკაშვილს 3 წლით უკრაინაში შესვლა აეკრძალა

კიევი: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომლის დეპორტაცია პოლონეთში 12 თებერვალს განხორციელდა, უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა. ამის შესახებ Front News International-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლამ ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა", - აღნიშნა მან.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას 2021 წლის 13 მარტამდე ვერ შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 12 თებერვალს დააკავეს, იმავე დღეს მისი პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე