სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 786 ადამიანი დააკავეს
loader

Breaking news

სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 786 ადამიანი დააკავეს

  • სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 786 ადამიანი დააკავეს

ანკარა: სირიაში, აფრინის რაიონში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალებით თითქმის 800 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მისივე ცნობით, მათგან 587 სოციალურ ქსელებში "ტერორიზმის პროპაგანდისთვის", 85 კი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

მედიის ცნობით, დაკავებამდე პოლიციამ ეჭვმიტანილების შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია შეაგროვა. სამართალდამცველებმა 1300-ზე მეტი ექაუნთი შეისწავლეს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე 392 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა.

თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე