თურქეთის არმიის ცნობით, სირიაში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში 1641 ადამიანია ლიკვიდირებული
loader

Breaking news

თურქეთის არმიის ცნობით, სირიაში ოპერაცია "ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში 1641 ადამიანია ლიკვიდირებული

  • თურქეთის არმიის ცნობით სირიაში ოპერაცია ზეთისხილის რტოს ფარგლებში 1641 ადამიანია ლიკვიდირებული

ანკარა: თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით აფრინის რეგიონში ოპერაციის „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან 1641 ადამიანის ლიკვიდირება მოახდინეს.

ადგილობრივმა ქურთულა ადმინისტრაციამ, რომელიც სირიის ჩრდილოეთით ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიასთან შეთანხმების შესახებ  გამოაცხადა - ერთობლივი ძალებით წინააღმდეგობა გაუწიოს თურქეთის სამხედრო ძალებს აფრინის რეგიონში.

თურქი სამხედროები ახორციელებენ ოპერაციას ქურთისტანის რაზმების და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ სირიის ჩრდილო-დასავლეთით. ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ ოპერაცია სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე