ისრაელში თავდაცვის მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს
loader

Breaking news

ისრაელში თავდაცვის მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს

  • ისრაელში თავდაცვის მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს

თბილისი: ისრაელის სპეცსამსახურმა პალესტინელი "ბოევიკების" ჯგუფი დააკავა, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანზე თავდასხმას გეგმავდა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პალესტინელები ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებას გეგმავდნენ იმ გზაზე, სადაც მინისტრს უნდა გაევლო, თუმცა აუცილებელი მასალები ვერ მიიღეს. 

გარდა ამისა, მათ ერთ-ერთ რაიონში ადგილობრივებისა და ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნა ჰქონდათ ჩაფიქრებული.

მისივე ცნობით, დაკავებულია 6 პალესტინელი, ყველა მათგანი "ისლამური ჯიჰადის" წევრია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე