ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა

  • ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა ბორტზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა

თეირანი: ირანში ავიაკომპანია  Aseman Airlines-ის თვითმფრინავი ATR 72 ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

თვითმფრინავი რადარებიდან თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან 20 წუთში გაუჩინარდა. 

ლაინერი ATR 72 თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე