საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 64:0 დაამარცხა
loader

Breaking news

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 64:0 დაამარცხა

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 640 დაამარცხა

თბილისი: “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურში საქართველო გერმანიას ოფენბახში ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 64:0 მოუგო.

პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ლაშა წიკლაურმა კი სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა. პირველი ტაიმი 0:19 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 3 მარტს გამართავენ. ქართველი მორაგბეები ესპანელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე