თეა წულუკიანი - ნათელაშვილს დაევალა ტელევიზიების ეთერით "დაიყვიროს“, რომ მისი განცხადებები იყო ცილისწამება
loader

Breaking news

თეა წულუკიანი - ნათელაშვილს დაევალა ტელევიზიების ეთერით "დაიყვიროს“, რომ მისი განცხადებები იყო ცილისწამება

  • თეა წულუკიანი - ნათელაშვილს დაევალა ტელევიზიების ეთერით დაიყვიროს რომ მისი განცხადებები იყო ცილისწამება

თბილისი: "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა, ტელეკომპანიების „იბერიისა“ და „ტვ პირველის“ ეთერით აღიაროს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული მისი განცხადებები ცილისწამებაა, - ამის შესახებ თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.).", - წერს წულუკიანი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე