გაერო-ს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ავიდარტყმების შედეგად 230 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

გაერო-ს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ავიდარტყმების შედეგად 230 ადამიანი დაიღუპა

  • გაერო-ს მონაცემებით ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ავიდარტყმების შედეგად 230 ადამიანი დაიღუპა

დამასკო: ბაშარ ასადის რეჟიმის მომხრეების ავიადარტყმებს 4-დან 9 თებერვლამდე 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძირითადად დამასკოსა და პროვინცია იდლიბში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  ზეიდ რაად ალ ჰუსეინის განცხადებით, ამ პერიოდში მთლიანად სირიაში 277 სამოქალაქო პირია მოკლული.

მისივე თქმით, მხოლოდ აღმოსავლეთ გუტის რაიონში, სადაც 350 000 ადამიანი ცხოვრობს, მოკლულია 210 ადამიანი, მათ შორის 50-ზე მეტი ბავშვია, 42 კი ქალი.

"ბოლო კვირა სირიის ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა", - აღნიშნა მან.

გაერო-ს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დროს 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 10 მლნ-ზე მეტმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა, დაახლოებით 4,5 მლნ კი საზღვარგარეთ თავშესაფარი იპოვა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე