კიევი: ანტიტერორისტული ოპერაციის შატბის პრესცენტრის ინფორმაციით, ნაციონალური პოლიციის წარმომადგენელმა ტაბელური იარაღით სამოქალაქო პირი მოკლა. შემთხვევის ადგილი უცნობია.
"სავარაუდოდ, ჩხუბის დროს უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა ტაბელური იარაღი გამოიყენა სამოქალაქო პირის მიმართ. ინციდენტის შედეგად სამოქალაქო პირი სამწუხაროდ, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა", - აცხადებენ პრესცენტრში.
მისივე ცნობით, მომხდარის მიზეზები და დეტალები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება.