პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება
loader

Breaking news

პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება

  • პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება

თბილისი: მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. როგორც პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე მოწმესთან შეკითხვები რამდენიმე ასეული ათასი თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე ექნება.

ბურჭულაძის თქმით, "სიკეთე დასჯადია".

"დღეს ისტორიული დღეა, გიხაროდეთ, დღეს სიკეთე არის დასჯადი ალბათ და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი და ის ფონდი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაგრამ რა ვქნათ, იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ. 

პაატა ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურაში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა შეჩერდება. 

მსოფლიო ბანი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მხრიდან ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესება, ნაწილობრივ, მის წარსულ საქმიანობასთან იყოს კავშირში - იმ პერიოდთან, როდესაც მომღერალმა "დიდ პოლიტიკაში წასვლა" გადაწყვიტა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე