"რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

"რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

  • მარინავაშაყმაძე

    მარინა ვაშაყმაძე


თბილისი: "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით კაკაბაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

"მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ "რადიო თავისუფლებისთვის" მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებია თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა", - განაცხადა გადაცემა "ჰეშთეგში"  კაკაბაძემ.

"რადიო თავისუფლების" სათაო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი.

25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რადიო თავისუფლების პრეზიდენტის ტომ კენტის სახელზე. 30 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე