პოროშენკომ 2018 წელს მრავალეროვან სამხედრო სწავლების გეგმას მოაწერა ხელი
loader

Breaking news

პოროშენკომ 2018 წელს მრავალეროვან სამხედრო სწავლების გეგმას მოაწერა ხელი

  • პოროშენკომ 2018 წელს მრავალეროვან სამხედრო სწავლების გეგმას მოაწერა ხელი

კიევი: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის აშშ-საც 2018 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მრავალეროვან წვრთნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ. 

დოკუმენტის თანახმად, მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნების) შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ჯარის გასაწვრთნელად ქვეყანაში ყოფნა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ (2018 წლის იანვარ-დეკემბრის ჩათვლით).  

რაც შეეხება შეიარაღებას, უცხო ქვეყნის შეიარაღებაში, რომელსაც უკრაინაში შეიტანენ, იქნება 3000 სამხედრო მოსამსახურე, 6 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე სამხედრო აღჭურვილობები და ტექნიკა.

კანონის ხელმოწერამდე პოროშენკომ რადას მისი ინიციატივის დამტკიცება სთხოვა, რათა უკრაინას შეძლებოდა 2018 წლის წვრთნებში მონაწილეობა. კერძოდ საუბარია უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებზე "Sea Breeze 2018" და "Rapid Trident-2018". რადამ დოკუმენტი 18 იანვარს მიიღო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე