ერდოღანი აცხადებს, რომ "ტერორისტებს აფრინში მწარე დასასრული ელით"
loader

Breaking news

ერდოღანი აცხადებს, რომ "ტერორისტებს აფრინში მწარე დასასრული ელით"

  • ერდოღანი აცხადებს რომ ტერორისტებს აფრინში მწარე დასასრული ელით

ანკარა: თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, "სირიის ქალაქ აფრინსა და მანბიჯში ტერორისტები ლიკვიდაციას ვერ გაექცევიან".

მისივე თქმით, თურქეთის ჯარის სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტი განეიტრალებული არ იქნება.

"ზუსტად ისე, როგორც ტერორისტები ჯარაბულუსა და ალ-ბაბეში ვერ გაექცნენ ლიკვიდაციას, ტერორისტები აფრინსა და მანჯიბშიც ვერ გაექცევიან მწარე დასასრულს, რომელიც მათ ელით", - განაცხადა ერდოღანმა.

20 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით, კერძოდ აფრინის ტერიტორიაზე დაბანაკებული სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე