იემენის სანაპიროსთან 30 მიგრანტი დაიღუპა
loader

Breaking news

იემენის სანაპიროსთან 30 მიგრანტი დაიღუპა

  • იემენის სანაპიროსთან 30 მიგრანტი დაიღუპა

კიევი: იემენის სანაპიროსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა, დაღუპულია 30 ადამიანი, რომლებიც აფრიკაში, ჯიბუტამდე მისვლას ცდილობდნენ.

მცირე ზომის გემის ბორტზე მინიმუმ 152 მგზავრი იმყოფებოდა - 101 ეთიოპიელი და 51 სომალელი, ასევე მათი გამცილებელი კონტრაბანდისტები.

გადარჩენილების თქმით, კონტრაბანდისტებმა დევნილებს დამატებითი გადასახადი მოსთხოვეს და ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგად გემი გადაბრუნდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე