მიხეილ ხუბუტია მოსკოვის ქართული ეკლესიიდან დაკარგული მილიონების საქმის გამოძიებას ითხოვს
loader

Breaking news

მიხეილ ხუბუტია მოსკოვის ქართული ეკლესიიდან დაკარგული მილიონების საქმის გამოძიებას ითხოვს

  • მიხეილ ხუბუტია მოსკოვის ქართული ეკლესიიდან დაკარგული მილიონების საქმის გამოძიებას ითხოვს

თბილისი: რუსეთში ქართველთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს, მოსკოვის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროს.

"მხოლოდ ახლა, მეგობრების თხოვნით მოვისმინე "რუსთავი 2"-ზე გასული სიუჟეტი, ზოგადად ამ არხს არ ვუყურებ, რადგან ის არ წარმოადგენს ჩემთვის ობიექტური ინფორმაციის წყაროს! რაც მოვისმინე აბსურდი და სინამდვილეს მოკლებულია! ჩემი შესაძლებლობებით, მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის კურთხევით და ნებართვით ყოველთვის ხელს ვუწყობდი, რასაც მთხოვდნენ და ვაკეთებდი იმას, რაც ეკლესიას სჭირდებოდა, ვინც მიცნობს ყველამ იცის, ჩემი შესაძლებლობები მეტია, ვიდრე მცირე კვადრატული ფართობზე მოწყობილი კაფე, საერთოდაც ჩემი ჩარევის შედეგად არსებობს ეს ეკლესია ამ ტერიტორიაზე და მისი რესტავრაციისთვის კიდევ მაქვს დანახარჯები, ამას იმიტომ ვხსნი, რომ საზოგადოებამ იცოდეს და არ დაეყრდნოს ამ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებას!

არსებობს ბევრი ფაქტი, რომ შემოწირულობები გაფლანგულია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეწირული მილიონ ნახევარი დოლარი, გამოიძიონ ობიექტურად სად წავიდა თუნდაც ჩემს მიერ შეწირული 6 მილიონზე მეტი, მე მზად ვარ, ხელი შევუწყო ამ ყველაფერს.

მივმართავ ტელეკომპანია "იმედს", აღნიშნულ საკითხზე ობიექტური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროს, რათა გაირკვეს, სად მიდიოდა ეკლესიისთვის შეწირული თანხები, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს", - აცხადებს ხუბუტია.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოსკოვის ქართული ეკლესიაში უთანხმოების უკან, სასულიერო პირების გარდა, სხვა უფრო გავლენიანი გვარები დგანან. ტელეკომპანიის ცნობით, პირი, რომელზეც ეკლესიის ეზოში მდებარე რესტორნის ხელმძღვანელი და ტაძარში მოღვაწე მღვდელი საუბრობს, ქართველთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტიაა. მათი ინფორმაციით, გავლენების მოპოვება ტაძარზეც და ბიზნესზეც სწორედ ხუბუტიას სურს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე