პანამის ყოფილი დიქტატორი გარდაიცვალა
loader

Breaking news

პანამის ყოფილი დიქტატორი გარდაიცვალა

  • პანამის ყოფილი დიქტატორი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა გარდაიცვალა.

ნორიეგას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რის გამოც მას 7 მარტს ორი ოპერაცია გაუკეთეს და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პანამელი პოლიტიკოსის და სამხედრო ჩინოსანის, 1983-1989 წლებში პანამის დიქტატორის მანუელ ნორიეგას მმართველობას 1989 წელს პანამაში აშშ-ის შეჭრამ მოუღო ბოლო. ის შეიპყრეს და აშშ-ის საპყრობილეში გადაიყვანეს. 1992 წელს სასამართლოზე ნორიეგას ბრალი წაუყენეს რვა მუხლით, მათ შორის ნარკოტიკების პარტიებით ვაჭრობაზე, რეკეტსა და ფულის გათეთრებაზე. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე