ე.წ. პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა დაადგინა
loader

Breaking news

ე.წ. პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა დაადგინა

  • ეწ პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა დაადგინა

თბილისი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ სოფელ არცევის მცხოვრებ 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევის წინააღმდეგ თანასოფლელის მარეკ დუდაევის მკვლელობის ბრალდებით საქმე აღძრა.

როგორც დე ფაქტო პროკურატურაში აცხადებენ, კაზიევის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

მარეკ დუდაევი სოფელ არცევში 16 იანვარს მოკლეს. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, დუდაევი სოფლის კლუბის ყოფილ შენობაში იპოვეს, მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

მარეკ დუდაევი 2004 წლის 18 მარტს ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2013 წლის 7 ივნისს ის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

დუდაევს ბრალად ედებოდა -  განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა; გაზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა, ძარცვა; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე