მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში მრევლსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა
loader

Breaking news

მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში მრევლსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა

  • მოსკოვში ქართულ ეკლესიაში მრევლსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისი: მოსკოვში ქართულ ეკლესიაში ახალ წლამდე მრევლსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას ფეისბუქმომხმარებელი გივი მდივნიშვილი ავრცელებს.

"ზოგიერთმა ქართველმა მამაომ გახსნა კაფე და მაღაზია მოსკოვში, სადაც მწვადებს და ხინკალს ამზადებენ ეკლესიის ეზოში " მარხვის დროსაც". ასევე არალეგალი მუსლიმანები ცხოვრობენ ეკლესიაში! გახსნილია ეკლესიის ქვეშ სალავაშე, სადაც მუშაობენ უზბეკები და ჩინელები, შემდეგ გააქვთ მოსკოვის სეტ-მაღაზიებში! ამ ეკლესიის კაფეში ხორციანის გარდა შეგიძლია შეიძინო ალკოჰოლი.

ქართველები ბოლო პერიოდში ხშირად ამბობენ, რომ სულ უფრო იშვიათად უჩნდებათ სურვილი ეკლესიაში მივიდნენ. მორწმუნეების აზრით, მოსკოვში ქართულ ეკლესიას ემუქრება საფრთხე, თავისი სახე დაკარგოს", - წერს ფეისბუქმომხმარებელი.

მოსკოვის ქართულ ტაძარში ეს მრევლს და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. ეკლესიის ეზოში მდებარე ქართული რესტორანი დაპირისპირების მიზეზი გასული წლის ზაფხულშიც გახდა.

წმინდა გიორგის სახელობის მოსკოვის ტაძარი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში შედის და ეკლესიის შენობაც მისი საკუთრებაა. რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის შეთანხმების თანახმად კი, ტაძარში ქართული ეკლესიის სასულიერო პირი, მამა მირიანი მსახურობს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე