გიორგი მშვენიერაძე - გიორგი არევაძე მომავალ კვირაში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება
loader

Breaking news

გიორგი მშვენიერაძე - გიორგი არევაძე მომავალ კვირაში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება

  • გიორგი მშვენიერაძე - გიორგი არევაძე მომავალ კვირაში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება

თბილისი: "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მოსამართლე არევაძე მომავალ კვირაში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება.

"ბევრჯერ იკითხეს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების გამო სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დაჩქარება.

ამბად რომ იცოდეთ, მოსამართლე არევაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 2017 წლის 26 დეკემბერს წარსდგა გასაუბრებაზე, რომელიც მისივე ინიციატივით დაიხურა და მომავალ კვირაში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ელოდება", - წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ბევრისთვის შესაძლოა, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის მსჯავრდება პირადად სააკაშვილის მიუღებლობის (პოლიტიკური, პირადი და ა.შ.) გამო სასიხარულო, ან მინიმუმ არსაწყენი ამბავია, მაგრამ დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კედლის გამოცლაა.

"გარდა იმისა, რომ ცივილიზებული, საერთაშორისო ინსტიტუტების თუ მეგობრების თვალში, თვალსაჩინოდ გამოვამზეურეთ ჩვენი სამართლებრივი განუვითარებლობა და მარტივი კონსტიტუციური პრინციპებისადმი უპატივცემულობა, ასევე დღეიდან უკვე ვიცით, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა, ამას გადაწყვეტს არა პრეზიდენტი, არამედ პროკურატურა და სასამართლო, რადგან მათ უკვე პრეცედენტულად შეუძლიათ შეაფასონ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. არა და შეწყალების უფლებამოსილების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, სწორედ შეწყალების გამოყენებით პროკურატურისა და სასამართლოს პრაქტიკასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა.

მოსამართლე არევაძემ უფრო ღრმა პროფესიული საფლავი გაითხარა, ვიდრე გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლე ჩემიამ", - წერს მშვენიერაძე.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე