კანადის და დიდი ბრიტანეთის ელჩები ოქტომბრის სასახლეში შეჭრის მცდელობას გმობენ
loader

Breaking news

კანადის და დიდი ბრიტანეთის ელჩები ოქტომბრის სასახლეში შეჭრის მცდელობას გმობენ

  • კანადის და დიდი ბრიტანეთის ელჩები ოქტომბრის სასახლეში შეჭრის მცდელობას გმობენ

კიევი: უკრაინაში კანადის ელჩი რომან ვაშუკი და დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეების მიერ ოქტომბრის სასახლეში შეჭრის მცდელობას გმობენ.

"საჯარო შენობების დაკავების და განადგურების მცდელობა მშვიდობიანი პროტესტის უფლების ბოროტად გამოყენებაა", - განაცხადა ვაშუკმა.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჰუდიტ გოფმაც.

"აბსოლუტურად ვეთანხმები კანადელ კოლეგას", - აღნიშნა მან.

"იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, თუმცა "ახალი ძალების მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შეტაკება პროვოცირებული იყო. დაშავებულია 32 სამართალდამცველი. მომხდართან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე