თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება
loader

Breaking news

თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება

  • თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება

თბილისი: საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე აინთება. 

საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრებიან.

დღესვე, 20:00 საათის შემდეგ ეტაპობრივად განათდება თბილისის ყველა უბანი.

საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. წელს პირველად თბილისში მთავარი საახალწლო ღონისძიებები გარეუბნებში ჩატარდება. მთავარი საახალწლო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე