ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინეს
loader

Breaking news

ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინეს

  • ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული გ.ძ. გამოავლინეს და ამხილეს.

სამართალდამცველებმა ხაშურში, ოქტომბრის ქუჩაზე, მხილებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფიჭვის ჯიშის ხის, უკანონოდ მოჭრილი, 22 სამმეტრიანი სამასალე მორი აღმოაჩინეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე