მიხეილ სააკაშვილი - მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილი - მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში

  • მიხეილ სააკაშვილი - მეზიზღებოდა ეს ქუჩის აკადემია და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში

თბილისი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!

P.S 2007 წელს კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე