იან კელი - ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით
loader

Breaking news

იან კელი - ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით

  • იან კელი - ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით

თბილისი: საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების უსაფრთხოებაა.

ამის შესახებ ელჩმა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა

“ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. ორი საკითხია, პირველი ოპერაციის დროს არ უნდა დაშავდეს არავინ, მეორე – სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ”, – განაცხადა იან კელიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენი პირების დასაკავებლად კი სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე